1 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, 11 საათიდან 15 საათამდე ქუთაისის #35 საჯარო სკოლაში პროექტ „საქართველოს მშვიდობის კორპუსის“ ფარგლებში იმართება ინგლისურენოვანი დღის ბანაკი "#35 საჯარო სკოლა - 2014". მონაწილეობას იღებს სკოლის IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეები. ბანაკში მონაწილეობა არის უფასო. ორგანიზატორები არიან #35 საჯარო სკოლის დირექცია და საქართველოს მშვიდობის კორპუსის ამერიკელი ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებელი უითნი ქოათსი. მას ეხმარება ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები: მარიეტა კაპანაძე და სოფიო აფხაძე.